ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი მსუბუქი რძე 400 მლ 49615განსაკუთრებული ფასი 71,47 GEL რეგულარული ფასი 102,10 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ატოპიური კანის ბალზამი 200 მლ 2583განსაკუთრებული ფასი 36,60 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი DERMO ულტრა დამატენიანებელი ტანის კრემი 4914განსაკუთრებული ფასი 56,35 GEL რეგულარული ფასი 93,92 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ბალზამი AP 400 მლ 6548განსაკუთრებული ფასი 82,53 GEL რეგულარული ფასი 117,90 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 400 მლ 1927განსაკუთრებული ფასი 55,20 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი DERMO ულტრა დამატენიანებელი ტანის კრემი 4952განსაკუთრებული ფასი 41,58 GEL რეგულარული ფასი 69,30 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm Intensive გელ-კრემი 75 მლ 2656განსაკუთრებული ფასი 36,60 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი + დასაბანი გელი ატოპიური კანისთვის 3115განსაკუთრებული ფასი 53,94 GEL რეგულარული ფასი 89,90 GEL
- SVR - ესვიერი სახის და ტანის კრემი TOPIALYS 400 მლ 5801განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 40 მლ 6809განსაკუთრებული ფასი 34,85 GEL რეგულარული ფასი 49,78 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE კრემი 400 მლ 2443განსაკუთრებული ფასი 45,06 GEL რეგულარული ფასი 75,11 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სეკალია ტანის ბალმი 400 მლ 0461განსაკუთრებული ფასი 74,94 GEL რეგულარული ფასი 124,90 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ბალზამი 75 მლ 3207განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE სპრეი 200 მლ 0791განსაკუთრებული ფასი 53,89 GEL რეგულარული ფასი 89,82 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 100 მლ 6847განსაკუთრებული ფასი 69,80 GEL რეგულარული ფასი 99,72 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 100 მლ 2200განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account