სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია მიცელარული წყალი 390 მლ 0032განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 300 მლ სპრეი 0522განსაკუთრებული ფასი 22,73 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU მიცელარული წყალი 7308განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე მიცელარული წყალი 400 მლ 0067განსაკუთრებული ფასი 16,43 GEL რეგულარული ფასი 32,85 GEL
- Missha - მისშა მიცელარული ჰიალურონით 7295განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე მიცელარული წყალი 8469განსაკუთრებული ფასი 14,70 GEL რეგულარული ფასი 29,40 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ალოე 7287განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული სითხე ალოეთი 400 მლ 8812განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Missha - მისშა სახის გელი CICA ალოე 300 მლ 5796განსაკუთრებული ფასი 14,50 GEL რეგულარული ფასი 29,00 GEL
- Lierac - ლიერაკი გამწმენდი რძე 400 მლ 6211განსაკუთრებული ფასი 39,63 GEL რეგულარული ფასი 66,05 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი C+E 7829განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Vichy - ვიში თერმული წყალი 300 მლ 1963განსაკუთრებული ფასი 32,83 GEL რეგულარული ფასი 65,67 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok გამწმენდი წყალი 300 მლ 9445განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული სითხე მაგნოლია 8911განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- SVR - ესვიერი Physiopure მიცელარული ხსნარი 400 მლ 0255განსაკუთრებული ფასი 24,96 GEL რეგულარული ფასი 49,92 GEL
- Missha - მისშა CICA ალოე გელი 300 მლ 2021განსაკუთრებული ფასი 19,75 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account