სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო Grise ორფაზიანი პუდრი-ლოსიონი 9959განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი SEBIACLEAR MICRO-PEEL 150 მლ 1590განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Soskin - სოსკინი გამწმენდი ლოსიონი 250 მლ 0584განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 6935განსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი ლოსიონი 200 მლ 320751განსაკუთრებული ფასი 38,80 GEL რეგულარული ფასი 77,60 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი კიტრი 200 მლ 10012განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი მიცელარული სითხე მაკიაჟის მოსაშორებლად 1323257განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Sebamed - სებამედი გამწმენდი ლოსიონი ცხიმიანი კანის 150 მლ 5049განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის8297განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 2510განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean ტონერი 120 მლ 4372განსაკუთრებული ფასი 29,95 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium ლოსიონი 200 მლ 7514განსაკუთრებული ფასი 35,50 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი P 0510განსაკუთრებული ფასი 32,45 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION მიცელარული წყალი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 8624განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის ტონერი U20 8712განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel ტონიკი 200 მლ 0763განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account