სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე სახის კრემი დამატენიანებელი C+E 9612განსაკუთრებული ფასი 14,31 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მშრალი კანისთვის 150 მლ 0063განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია დამამშვიდებელი მიცელარული წყალი 390 მლ 0025განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის 150 მლ 0056განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 5012განსაკუთრებული ფასი 23,37 GEL რეგულარული ფასი 38,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი სიწითლის საწინააღმდეგო 50მლ 2410განსაკუთრებული ფასი 29,31 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი LIPO ROSALING 30მლ 4415განსაკუთრებული ფასი 34,71 GEL რეგულარული ფასი 57,85 GEL
- Lirene - ლირენე გამწმენდი ქაფი CICA Make Me Soft 3211განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი ნუშის 7157განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი გულყვითელა 50 მლ 10159განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი ღამის კრემი ვარდი 50 მლ 21698განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია დღის კრემი + ღამის კრემი ლიფტინგი 2619განსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 3317განსაკუთრებული ფასი 20,91 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ღამის Natural 3446განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account