სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - სახის დასაბანი გელი-პილინგი პიტნა 3619განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი 3419განსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი 29663განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ქაფი U20-PIANK 8811განსაკუთრებული ფასი 10,17 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი კიტრით კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის 50 მლ 10173განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + საჩუქარი 32038განსაკუთრებული ფასი 20,43 GEL რეგულარული ფასი 40,85 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + სახის ტონერი 3454განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ინტენსიური დატენიანება 2961განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა სახის პილინგი 29687განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო დასაბანი გელი 0409განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი აკნეს საწინააღმდეგო დღის კრემი 2213განსაკუთრებული ფასი 26,91 GEL რეგულარული ფასი 44,85 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ცხიმიანი კანისთვის 1958განსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი გელი ალოე 7294განსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი კიტრი 200 მლ 10012განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 2510განსაკუთრებული ფასი 22,11 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი მწვანე თიხა U20 9016განსაკუთრებული ფასი 10,17 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი ბამბუკი და პიტნა 3718განსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + ლოსიონი 5892განსაკუთრებული ფასი 21,98 GEL რეგულარული ფასი 43,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account