სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი 3137განსაკუთრებული ფასი 27,90 GEL რეგულარული ფასი 46,50 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი ქაფი 5774განსაკუთრებული ფასი 11,40 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- გელ-ქაფი Nonco 7177 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 43,50 GEL
- ვიტამინი AC PADS 35 ცალი 9747 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- გამწმენდი ზეთი ლავანდა 150 მლ 2117 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- A'pieu - აპიუ გლიკოლის მჟავა ბუსტერი 4925განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- A'pieu - აპიუ ჩაის ხის დასაბანი ქაფი 0485განსაკუთრებული ფასი 23,10 GEL რეგულარული ფასი 38,50 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი დასაბანი ქაფი 0454განსაკუთრებული ფასი 29,10 GEL რეგულარული ფასი 48,50 GEL
- A'pieu - აპიუ შავი წერტილების პილინგ-გელი 5900განსაკუთრებული ფასი 12,14 GEL რეგულარული ფასი 20,24 GEL
- გამწმენდი ქაფი 200 მლ 8696 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 32,70 GEL რეგულარული ფასი 54,50 GEL
- ლოკალური შრატი Tea Tree 8 მლ 4254 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 16,80 GEL რეგულარული ფასი 28,00 GEL
- გამწმენდი ქაფი Tea Tree 200 მლ 4278 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი ზეთი 4394განსაკუთრებული ფასი 27,60 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- ტონერი Tea Tree 210 მლ 4285 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 22,80 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- პილინგ-გელი Naked 100 მლ 82616 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 19,20 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
- ღრმად გამწმენდი ქაფი 0721 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 11,40 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი პილინგი 3366განსაკუთრებული ფასი 9,53 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი ღამის ნიღაბი 1443განსაკუთრებული ფასი 32,94 GEL რეგულარული ფასი 54,90 GEL
- გამწმენდი ზეთი ჟასმინი 150 მლ 2100 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- A'pieu - აპიუ NAKED პილინგ-გელი 2630განსაკუთრებული ფასი 23,10 GEL რეგულარული ფასი 38,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account