სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- სახის კრემი COCONUT 50 მლ 3083 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე 50 მლ 1058განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის დღის კრემი + თვალის კრემი 8398განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის დღის კრემი 50 მლ 2274განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა მკვებავი კრემი 50 მლ 3226განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მშრალი კანი კრემი 3x1 2841განსაკუთრებული ფასი 33,51 GEL რეგულარული ფასი 55,85 GEL
- სახის კრემი გვირილა 50 მლ 0228 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- სახის კრემი გვირილა 100 მლ 0204 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- ღამის კრემი ვიტამინი C B3 50 მლ 4870 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- ნაოჭების საწინააღდეგო კრემი 40+ 50 მლ 9459 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- ნაოჭების საწინააღდეგო კრემი 50+ 50 მლ 9480 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0615 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,62 GEL რეგულარული ფასი 22,70 GEL
- ნაკრები LIFTING ღამის კრემი და შრატი 7164 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- ნაკრები მგრძნობიარე კანის დღის კრემი და ღამის კრემი 8291 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 13,98 GEL რეგულარული ფასი 27,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 3317განსაკუთრებული ფასი 20,91 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ჰიალურონით 50მლ 0713განსაკუთრებული ფასი 39,51 GEL რეგულარული ფასი 65,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე Natural 100 მლ 0082განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი ღამის კრემი ვარდი 50 მლ 21698განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე მშრალი კანისთვის 50 მლ 10142განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account