სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე დამატენიანებელი გელ-ზეთი 28117განსაკუთრებული ფასი 14,91 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი ენერგია C+E 9711განსაკუთრებული ფასი 14,31 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი დამატენიანებელი C+E 9612განსაკუთრებული ფასი 14,31 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი გელი Bubble 69212განსაკუთრებული ფასი 14,91 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ინტენსიური დატენიანება 2961განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი გელი ალოე 7294განსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი კიტრი 4533განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე გამწმენდი ტონიკი Eco 8018განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1711განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 14,96 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი 150 მლ 3411განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე BIO სახის კრემი 50 მლ 0110განსაკუთრებული ფასი 11,08 GEL რეგულარული ფასი 18,47 GEL
- Lirene - ლირენე სახის ტონერი PREBIO-U20 8613განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Lirene - ლირენე Natura დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7813განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი ტონერი Bubble 9618განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი კრემი ალოე 7256განსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account