სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- დამატენიანებელი გელი Vinohydra 4394 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 58,80 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- შრატი Resveratrol სათადარიგო 4516 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 87,00 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- Vinoclean ნუშის რძე 400 3137 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 58,20 GEL რეგულარული ფასი 97,00 GEL
- ჰიალურონის შრატი Vinohydra 30 მლ 4363 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 79,20 GEL რეგულარული ფასი 132,00 GEL
- Caudalie - კოდალი Resveratrol ლიფტინგი სათადარიგო შემავსებელი 50 მლ 4288განსაკუთრებული ფასი 87,00 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- Caudalie - კოდალი Resveratrol Instant Firming 30 მლ 4240განსაკუთრებული ფასი 111,00 GEL რეგულარული ფასი 185,00 GEL
- გლიკოლის ესენცია Vinoperfect 100 მლ 4011 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- კრემი Premier Cru rich 50 მლ 4592 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 183,60 GEL რეგულარული ფასი 306,00 GEL
- სახის კრემი Premier Cru 50მლ 4578 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 183,60 GEL რეგულარული ფასი 306,00 GEL
- მუქი ლაქების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი კრემი Vinoperfect 50 მლ 4615 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 79,20 GEL რეგულარული ფასი 132,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinosource დამატენიანებელი სორბეტი 40 მლ 3335განსაკუთრებული ფასი 57,00 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- დამატენიანებელი Vinohydra SOS 4400 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 58,80 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- შრატი Premier Cru 30 მლ 4561 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 183,00 GEL რეგულარული ფასი 305,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinosource SOS სახის კრემი 40 მლ 3359განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- ღრმა დამატენიანებელი Vinohydra 4356 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 58,80 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- სახის თვითგასარუჯი წვეთები 4042 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- სახის კრემი Premier Cru Rich სათადარიგო 4608 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 159,60 GEL რეგულარული ფასი 266,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account