სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Avene - ავენი სახის დასაბანი მუსი 150 მლ 0655განსაკუთრებული ფასი 56,70 GEL რეგულარული ფასი 81,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ტუჩის ბალზამი ოლივა 1616განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Avene - ავენი მკვებავი კრემი 9402განსაკუთრებული ფასი 84,70 GEL რეგულარული ფასი 121,00 GEL
- Lirene - ლირენე Natura დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7813განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Avene - ავენი სახის დამატენიანებელი გელი 3493განსაკუთრებული ფასი 69,30 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Avene - ავენი დასაბანი გელი 9204განსაკუთრებული ფასი 35,70 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1711განსაკუთრებული ფასი 7,48 GEL რეგულარული ფასი 14,96 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი 150 მლ 3411განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის ტონერი PREBIO-U20 8613განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AH3 შრატი ანტიასაკობრივი 30 მლ 3856განსაკუთრებული ფასი 73,80 GEL რეგულარული ფასი 147,61 GEL
- სახის კრემი აღმდგენი 40 მლ 7812 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- სიკალფატი ნაკრები დასაბანი გელი და შრატი 9850 ავენი - Aveneგანსაკუთრებული ფასი 43,40 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- სახის ლოსიონი 200 მლ 2517 ავენი - Aveneგანსაკუთრებული ფასი 56,70 GEL რეგულარული ფასი 81,00 GEL
- სახის კრემი Cocoa 50 მლ 0150 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- სახის გამწმენდი რძე 200 მლ 1843 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- ანტიოქსიდანტური შრატი Black Diamond Ultimate 2581 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 120,00 GEL რეგულარული ფასი 240,00 GEL
- გელ-კრემი 2148 Arnika მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- ტუჩის ბალმი Platinium 8611 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- კერაკნილი გამწმენდი ლოსიონი 200 მლ 8971 დუკრე - Ducrayგანსაკუთრებული ფასი 46,90 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- შრატი Lift Integral 30 მლ 9031 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 131,40 GEL რეგულარული ფასი 219,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account