სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ნაოჭების კრემი ღამის 3654 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- სახის კრემი ROSE LIFTING 7317 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო დამატენიანებელი კონცენტრატი 0417 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- ტანის ლოსიონი და სახის კრემი 3714 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- ნაკრები მიცელარული გელ-სკრაბი და კრემი 6097 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 16,43 GEL რეგულარული ფასი 32,85 GEL
- ნაკრები Manuka გელი და კრემი 4742 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- სახის კონცენტრატი ცხიმიანი კანისთვის AC 40 მლ 5072 ტოპიკრემი - Topicremგანსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,01 GEL
- კრემი Time Revolution Retinol 6159 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 75,00 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Ziaja - ზიაია ზეთისხილის მალამო 16922განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი კრემი ჰიალურონით 19435განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის კრემ/გელი 50 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი 45+ 50 მლ 2317განსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Mizon - მიზონი სახის კრემი კოლაგენი გამამკვრივებელი 50 მლ 1661განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3818განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution კონცენტრირებული ამპულა 5161განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU სახის კრემი/მუსი 7216განსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი ნაოჭების საწინააღმდეგო დნ.5085განსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- სახის ბალმი 50 მლ 9159 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 58,13 GEL რეგულარული ფასი 89,43 GEL
- შრატი Time Revolution Primestem 100 2283 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ლიფტ ინტერგალი კრემი 50 მლ 2213განსაკუთრებული ფასი 139,78 GEL რეგულარული ფასი 215,05 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account