სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Village11 - ვილაჯ11 Clean ტონერი 120 მლ 4372განსაკუთრებული ფასი 35,94 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean დასაბანი გელი 100 მლ 4501განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Ultra სახის კრემი 100 მლ 0565განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ტონერი 120 მლ 4457განსაკუთრებული ფასი 35,94 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Lea - ლეა გელ-ექსფოლიანტი CARBON 150 მლ 4936განსაკუთრებული ფასი 13,85 GEL რეგულარული ფასი 23,09 GEL
- Lirene - ლირენე დასაბანი ქაფი C+E 7836განსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დამატენიანებელი ტონერი Bubble 9618განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Missha - მისშაTime Revolution 5X ესენცია 2245განსაკუთრებული ფასი 84,13 GEL რეგულარული ფასი 140,22 GEL
- Missha - მისშა RED გამწმენდი ნიღაბი 4987განსაკუთრებული ფასი 31,85 GEL რეგულარული ფასი 53,09 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte გამწმენდი ქაფი კაკაო 6341განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის მუცინის ესენცია 100 მლ 1616განსაკუთრებული ფასი 44,70 GEL რეგულარული ფასი 74,50 GEL
- ესენცია Time Revolution 5X Pads 4002 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 120 მლ 6218განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- გამწმენდი ქაფი 150 მლ 8348 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 35,95 GEL რეგულარული ფასი 55,30 GEL
- მიცელარული წყალი Cica 150 მლ 8313 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 12,33 GEL რეგულარული ფასი 20,55 GEL
- გამწმენდი ტონერი 200 მლ 0386 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- მიცელარული სითხე Sensitive 200 მლ 6930 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- ნაკრები მიცელარული გელ-სკრაბი და კრემი 6097 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 16,43 GEL რეგულარული ფასი 32,85 GEL
- ნაკრები Manuka გელი და კრემი 4742 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- გამწმენდი გელი Detox 200 მლ 4989 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 11,85 GEL რეგულარული ფასი 23,70 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account