სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი LIFT 50 მლ 4123განსაკუთრებული ფასი 133,03 GEL რეგულარული ფასი 204,66 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი ანტიპიგმენტური შრატი 4905განსაკუთრებული ფასი 157,95 GEL რეგულარული ფასი 243,00 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი Revitalizing ღამის კრემი 4086განსაკუთრებული ფასი 141,00 GEL რეგულარული ფასი 216,92 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 1991განსაკუთრებული ფასი 70,66 GEL რეგულარული ფასი 108,70 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი სახის და ტანის ლოსიონი 250 მლ 1116განსაკუთრებული ფასი 83,85 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia დამატენიანებელი კრემი 50 მლ 1842განსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი როზაცეა ფლუიდი SPF30 0891განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის ტონერი 100 მლ 1586განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,01 GEL
- SVR - ესვიერი Sensifine Ar SPF50+ 40 მლ 2542განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 84,00 GEL
- Sebamed - სებამედი თხევადი დასაბანი საშუალება სახისა და სხეულისთვის 200 მლ 5201განსაკუთრებული ფასი 10,76 GEL რეგულარული ფასი 21,53 GEL
- Sebamed - სებამედი მშრალი კანის სახის კრემი დღის 50 მლ 7958განსაკუთრებული ფასი 19,29 GEL რეგულარული ფასი 38,59 GEL
- Sebamed - სებამედი სახის კრემი მშრალი კანისთვის ღამის 50 მლ 7934განსაკუთრებული ფასი 19,29 GEL რეგულარული ფასი 38,59 GEL
- Sebamed - სებამედი ცხიმიანი კანის ანტიბაქტერიული დასაბანი საშუალება 150 მლ 8118განსაკუთრებული ფასი 14,50 GEL რეგულარული ფასი 29,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account