სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე გელ-ექსფოლიანტი ალოე 150 მლ 0028განსაკუთრებული ფასი 12,98 GEL რეგულარული ფასი 25,95 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი SEBIACLEAR MICRO-PEEL 150 მლ 1590განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- SVR - ესვიერი გელ-მუსანტი PHYSIOPURE 200 მლ 0774განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ქაფი პიგმენტური ლაქების 7010განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- CeraVe - ცერავე გამწმენდი კრემ-გელი ნორმალური და მშრალი კანისთვის 236 მლ 7180განსაკუთრებული ფასი 21,56 GEL რეგულარული ფასი 43,11 GEL
- CeraVe - ცერავე დასაბანი კრემ-ქაფი 236 მლ 3563განსაკუთრებული ფასი 25,25 GEL რეგულარული ფასი 50,50 GEL
- Mizon - მიზონი გამწმენდი გელ-პილინგი ლიმონი 2415განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok გამწმენდი ქაფი 150 მლ 7228განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ქაფი U20-PIANK 8811განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ვარდისფერი თიხა U20 9115განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Mizon - მიზონი ვაშლის პილინგი 120 მლ 2576განსაკუთრებული ფასი 21,50 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish ტონერი 120 მლ 3504განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი გამწმენდი ქაფი ფორების 2736განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Payot - პაიო მიცელარული რძე 100 მლ 4725განსაკუთრებული ფასი 27,04 GEL რეგულარული ფასი 45,06 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი ქაფი 5774განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- A'pieu - აპიუ ღამის ნიღაბი 7928განსაკუთრებული ფასი 18,06 GEL რეგულარული ფასი 36,13 GEL
- A'pieu - აპიუ ჩაის ხის გელ-ქაფი 7177განსაკუთრებული ფასი 21,75 GEL რეგულარული ფასი 43,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account