სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Martiderm - მარტიდერმი AMATIST შრატი 30 მლ 1836განსაკუთრებული ფასი 69,98 GEL რეგულარული ფასი 139,96 GEL
- მიცელარული წყალი 3 in 1 7108 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 7,47 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU მიცელარული წყალი 7308განსაკუთრებული ფასი 13,17 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- SVR - ესვიერი PHYSIOPURE ტონიკი 200 მლ 1207განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- SVR - ესვიერი მიცელარული წყალი SENSIFINE AR 200 მლ 7896განსაკუთრებული ფასი 43,20 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- SVR - ესვიერი მიცელარული წყალი PHYSIOPURE 200 მლ 0194განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის ტონერი PREBIO-U20 8613განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Glow მისტი 75 მლ 2631განსაკუთრებული ფასი 40,50 GEL რეგულარული ფასი 67,50 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი მიცელარული სითხე მაკიაჟის მოსაშორებლად 1323257განსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 150 მლ სპრეი 0515განსაკუთრებული ფასი 24,11 GEL რეგულარული ფასი 34,45 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი კიტრი 200 მლ 10012განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე მიცელარული სითხე ულტრა 528092განსაკუთრებული ფასი 47,39 GEL რეგულარული ფასი 72,90 GEL
- Esthederm - ესტედერმი მაკიაჟის მოსაცილებელი ლოსიონი 3567განსაკუთრებული ფასი 38,50 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- შრატი Lift Integral 30 მლ 9031 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 131,40 GEL რეგულარული ფასი 219,00 GEL
- ანტიოქსიდანტური შრატი Black Diamond Ultimate 2581 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 120,00 GEL რეგულარული ფასი 240,00 GEL
- შრატი Complete 1995 ემბრიოლისი - Embryolisseგანსაკუთრებული ფასი 83,85 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- გამწმენდი ტონერი 200 მლ 0386 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- მიცელარული სითხე Sensitive 200 მლ 6930 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU სახის ტონერი/სპრეი 7230განსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Soskin - სოსკინი დეტოქს შრატი 7880განსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account