სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- შრატი Time Revolution Primestem 100 2283 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის ამპულა 4386განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის კრემი 70 მლ 8699განსაკუთრებული ფასი 67,80 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Mizon - მიზონი გელ-კრემი Water Volume 45 მლ 2101განსაკუთრებული ფასი 24,90 GEL რეგულარული ფასი 41,50 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish გელ-კრემი 55 მლ 53498განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი 8743განსაკუთრებული ფასი 68,22 GEL რეგულარული ფასი 113,70 GEL
- Missha - მისშაკრემი Chogongjin 60 მლ 0103განსაკუთრებული ფასი 125,95 GEL რეგულარული ფასი 209,92 GEL
- სახის აღმდგენი გელი ლოკოკინის 45 მლ 2125 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- კრემი Time Revolution Primestem 100 2290 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 101,40 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- ლოკოკინის მუცინის კრემი CELL RENEW 8604 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN აღმდგენი შრატი პროპოლისით 0929განსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის დასაბანი ქაფი 1692განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Missha - მისშა TIME REVOLUTION RED კრემი7057განსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra ამპულა 8729განსაკუთრებული ფასი 58,50 GEL რეგულარული ფასი 97,50 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის დღის კრემი 4259განსაკუთრებული ფასი 41,93 GEL რეგულარული ფასი 69,89 GEL
- Missha - მისშა CICA დამატენიანებელი კრემი 2160განსაკუთრებული ფასი 57,70 GEL რეგულარული ფასი 96,16 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account