სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 120 მლ 6218განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი რძე ზეთისხილი 200 მლ 27850განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ლოსიონი გულყვითელა 200 მლ 10401განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Lirene - ლირენე Yuzu დასაბანი გელი 150 მლ 3518განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი მწვანე თიხა U20 9016განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი 7232განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი Bubble 7133განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი MANGO 8133განსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი გამწმენდი ტონიკი პიგმენტური ლაქებისთვის 7027განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის დასაბანი ქაფი მგრძნობიარე კანისთის 3515განსაკუთრებული ფასი 14,93 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტონიკი Natural 200 მლ 3484განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი CICA Make Me Soft 3013განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი ტონიკი სახის მგრძნობიარე კანისთვის 200მლ 3812განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Ziaja - ზიაია მიცელარული სითხე ზეთისხილი 27867განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი რძე ალოეთი 200 მლ 13310განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა მიცელარული წყალი 200 მლ 3325განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა სკრაბი 200 მლ 31819განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის დასაბანი გელი 190მლ 2021განსაკუთრებული ფასი 20,93 GEL რეგულარული ფასი 41,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი კრემი 100 მლ 0440განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account