სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა გამწმენდი ქაფი Cicadin 250 მლ 6210განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Missha - მისშა RED გამწმენდი ქაფი 2433განსაკუთრებული ფასი 31,20 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია მისტი 2382განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- ღამის კრემი Chogongjin Youngan 3349 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 105,30 GEL რეგულარული ფასი 175,50 GEL
- დასაბანი ქაფი Vita C 200 მლ 56210 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 44,40 GEL რეგულარული ფასი 74,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია 150 მლ 1811განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- ამპულა NEW Bee Pollen 1055 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- ესენცია Time Revolution The First Essence 5X 2017 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- ამპულა მისტი Bee Pollen 8420 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Missha - მისშა Vita C ტონერი 200 მლ 5169განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia გამწმენდი ქაფი 1873განსაკუთრებული ფასი 46,88 GEL რეგულარული ფასი 78,13 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte მწვანე ჩაის გამწმენდი ქაფი 6327განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte გამწმენდი ქაფი მარწყვი 6334განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Missha - მისშა CICA ალოე გელი 300 მლ 2021განსაკუთრებული ფასი 23,70 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალურონის დასაბანი ქაფი 7226განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალიურონის დასაბანი გელი 0133განსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN ტონერი 1216განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- ემულსია Chogongjin Youngan 120 მლ 0080 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 100,80 GEL რეგულარული ფასი 168,00 GEL
- ტონერი For Men Aqua Breath 9977 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account