სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ნუტრიტიკი სახის კრემი 413629განსაკუთრებული ფასი 68,60 GEL რეგულარული ფასი 137,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარი სახის გამწმენდი ლოსიონი პრობლემური კანისთვის 408159განსაკუთრებული ფასი 50,40 GEL რეგულარული ფასი 100,80 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 40 მლ 6809განსაკუთრებული ფასი 24,89 GEL რეგულარული ფასი 49,78 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 1991განსაკუთრებული ფასი 54,35 GEL რეგულარული ფასი 108,70 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი სახის და ტანის ლოსიონი 250 მლ 1116განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის კრემი B5 ჰიალურონით 583589განსაკუთრებული ფასი 76,30 GEL რეგულარული ფასი 152,60 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე მიცელარული სითხე ულტრა 528092განსაკუთრებული ფასი 36,45 GEL რეგულარული ფასი 72,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სპრეი ვუალი სახისა და სხეულისთვის SPF50+ 20153განსაკუთრებული ფასი 53,45 GEL რეგულარული ფასი 106,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე როზალიაკ მიცელარული გელი 0269განსაკუთრებული ფასი 59,60 GEL რეგულარული ფასი 119,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ტუჩის ბალზამი7.5 მლ 6659განსაკუთრებული ფასი 17,79 GEL რეგულარული ფასი 35,59 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე REDERMIC R კრემი 30 მლ 60549განსაკუთრებული ფასი 84,10 GEL რეგულარული ფასი 168,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 100 მლ 6847განსაკუთრებული ფასი 49,86 GEL რეგულარული ფასი 99,72 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი გაჯერებული დამატენიანებელი 31409განსაკუთრებული ფასი 69,88 GEL რეგულარული ფასი 139,75 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარი M პრობლემური კანის კრემი მატირების ეფექტი 413025განსაკუთრებული ფასი 57,10 GEL რეგულარული ფასი 114,20 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 8289განსაკუთრებული ფასი 62,93 GEL რეგულარული ფასი 125,86 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარი სახის დასაბანი გელი პრობლემური კანისთვის 411083განსაკუთრებული ფასი 32,80 GEL რეგულარული ფასი 65,60 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ნუტრიტიკი გაჯერებული სახის კრემი 413575განსაკუთრებული ფასი 79,00 GEL რეგულარული ფასი 158,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე მიცელარული ხსნარი მაკიაჟის მოსაშორებლად 410338განსაკუთრებული ფასი 38,90 GEL რეგულარული ფასი 77,80 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ნუტრიტიკი ტუჩის ბალზამი 4.7 მლ 0349განსაკუთრებული ფასი 29,15 GEL რეგულარული ფასი 58,30 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ტოლერიანი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 588348განსაკუთრებული ფასი 32,85 GEL რეგულარული ფასი 65,70 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account