სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი 588829განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა კრემი მსუბუქი ფორმულა 100 მლ 33295განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST კრემი დამატენიანებელი 4675განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 5122განსაკუთრებული ფასი 166,29 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის კრემი B5 ჰიალურონით 583589განსაკუთრებული ფასი 76,30 GEL რეგულარული ფასი 152,60 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი პანთენოლი 3213განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი ჰიდრა 40 მლ 7872განსაკუთრებული ფასი 40,75 GEL რეგულარული ფასი 81,50 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი მკვებავი ROYAL JELLY 3529განსაკუთრებული ფასი 104,03 GEL რეგულარული ფასი 208,05 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი სახის კრემი 50 მლ 2053განსაკუთრებული ფასი 166,29 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES დამატენიანებელი კრემი 50 მლ 9518განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი RICHESSE DES VAGUES გაჯერებული კრემი 50 მლ 9747განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm Intensive გელ-კრემი 75 მლ 2656განსაკუთრებული ფასი 24,40 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი დამატენიანებელი კრემი 75 მლ 0011განსაკუთრებული ფასი 42,21 GEL რეგულარული ფასი 64,93 GEL
- MISSHA - მისშა დასაბანი კრემი ჰიალურონი 7233განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
- Payot - პაიო სახის კრემი Hydra 24+ 50 მლ 9297განსაკუთრებული ფასი 102,09 GEL რეგულარული ფასი 170,15 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის გამწმენდი ქაფი 150 მლ 9844განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account