სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Coffret ტუჩის სამკურნალო საშუალება თაფლით 1600 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 43,88 GEL რეგულარული ფასი 67,50 GEL
- სახის ბალმი 50 მლ 9159 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 58,13 GEL რეგულარული ფასი 89,43 GEL
- შრატი Time Revolution Primestem 100 2283 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- ღამის სახის კრემი ვიტამინი C 50 მლ 1024 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- ნაკრები ტუჩის სკრაბი და გლოსი 6770 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 13,47 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- სახის ინტენსიური კრემი TIME REVOLUTION RETINOL 57095 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 101,40 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი კრემი ჰიალურონით 19435განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Missha - მისშა Time Revolution კონცენტრირებული ამპულა 5161განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU სახის კრემი/მუსი 7216განსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის კრემ/გელი 50 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ემულსია 50 მლ 4888განსაკუთრებული ფასი 50,05 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN გამწმენდი 3775განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN მკვებავი 3782განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ექსფოლიანტი 3744განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი ტონიკი სახის მგრძნობიარე კანისთვის 200მლ 3812განსაკუთრებული ფასი 21,51 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი მწვანე თიხა U20 9016განსაკუთრებული ფასი 10,17 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Mizon - მიზონი გელ-კრემი Water Volume 45 მლ 2101განსაკუთრებული ფასი 24,90 GEL რეგულარული ფასი 41,50 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი 8743განსაკუთრებული ფასი 68,22 GEL რეგულარული ფასი 113,70 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი როიალ ჟელე 2279განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი მწვანე ჩაი 2262განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account