სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Teaology - თიოლოჯი Matcha ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0230განსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha აღმდგენი კრემი 50 მლ 5051განსაკუთრებული ფასი 82,80 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის კრემი 6935განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- SVR - ესვიერი Densitium კრემი 50 მლ 1941განსაკუთრებული ფასი 84,90 GEL რეგულარული ფასი 169,80 GEL
- SVR - ესვიერი HYDRA კრემი მსუბუქი 40 მლ 3211განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები HYALU კრემი კოლაგენი + B3 3723განსაკუთრებული ფასი 95,01 GEL რეგულარული ფასი 190,01 GEL
- სახის ემულსია Secalia 40 მლ 1109 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 32,99 GEL რეგულარული ფასი 65,99 GEL
- სახის კრემი Kalamansi 50 მლ 0876 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Ziaja - ზიაია თვალის გარშემო შრატი ლიფტინგის ეფექტით 1683განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Sebamed - სებამედი მშრალი კანის სახის კრემი დღის 50 მლ 7958განსაკუთრებული ფასი 23,15 GEL რეგულარული ფასი 38,59 GEL
- Sebamed - სებამედი სახის კრემი მშრალი კანისთვის ღამის 50 მლ 7934განსაკუთრებული ფასი 23,15 GEL რეგულარული ფასი 38,59 GEL
- Esthederm - ესტედერმი მაკიაჟის მოსაცილებელი რძე მგრძნობიარე კანისათვის 0962განსაკუთრებული ფასი 46,00 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm სახის კრემი Nutritive 40 მლ 3008განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 47,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio გამწმენდი რძე 250 მლ 4295განსაკუთრებული ფასი 23,20 GEL რეგულარული ფასი 58,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account