სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Martiderm - მარტიდერმი შავი ბრილიანტი ნაოჭების საწინააღმდეგო 10 ამპულა 5839განსაკუთრებული ფასი 92,50 GEL რეგულარული ფასი 185,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1711განსაკუთრებული ფასი 7,48 GEL რეგულარული ფასი 14,96 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი 150 მლ 3411განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი ლოსიონი მშრალი კანისთვის 88 მლ 7364განსაკუთრებული ფასი 23,97 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Amatist ღამის კრემი 50 მლ 1027განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- Avene - ავენი Tolerance ჰიდრა კრემი 40 მლ 8336განსაკუთრებული ფასი 64,40 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი ინტენსიური დამატენიანებელი ფლუიდი 412615განსაკუთრებული ფასი 76,92 GEL რეგულარული ფასი 128,20 GEL
- Avene - ავენი სახის დასაბანი მუსი 150 მლ 0655განსაკუთრებული ფასი 56,70 GEL რეგულარული ფასი 81,00 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი 588829განსაკუთრებული ფასი 84,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სპრეი ვუალი სახისა და სხეულისთვის SPF50+ 20153განსაკუთრებული ფასი 53,45 GEL რეგულარული ფასი 106,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე მიცელარული სითხე ულტრა 528092განსაკუთრებული ფასი 43,74 GEL რეგულარული ფასი 72,90 GEL
- Avene - ავენი XeraCalm ლოსიონი 200 მლ 5174განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Avene - ავენი კრემი ჰიალურონით 40 მლ 3170განსაკუთრებული ფასი 120,40 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- Avene - ავენი XeraCalm ბალზამი 200 მლ 5082განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 40 მლ 6809განსაკუთრებული ფასი 29,87 GEL რეგულარული ფასი 49,78 GEL
- Avene - ავენი ქლინანს გამწმენდი სითხე ცხიმიანი კანისთვის 0315განსაკუთრებული ფასი 50,40 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 66,12 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი LIFT 50 მლ 4123განსაკუთრებული ფასი 143,26 GEL რეგულარული ფასი 204,66 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი Revitalizing ღამის კრემი 4086განსაკუთრებული ფასი 151,84 GEL რეგულარული ფასი 216,92 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account