სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში შრატი Normaderm BHA 30 მლ 1984განსაკუთრებული ფასი 80,78 GEL რეგულარული ფასი 161,57 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ნიაციამიდის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0019განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმი აკნეს საწინააღმდეგო კრემი 30 მლ1409განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium Global კრემი 30 მლ 7508განსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 68,00 GEL
- Payot - პაიო სახის კრემი შავი წერტილების საწინააღმდეგო Grise 1634განსაკუთრებული ფასი 57,54 GEL რეგულარული ფასი 95,90 GEL
- Lierac - ლიერაკი Sebologie შრატი 2in1 3968განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Soskin - სოსკინი პრობლემური კანის შრატი 30 მლ 1611განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium ფორების აღმდგენი კონცენტრატი 30 მლ 3625განსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 68,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear ამპულა Flash 30 მლ 2450განსაკუთრებული ფასი 56,00 GEL რეგულარული ფასი 112,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმ PURE გელი 30 მლ 5492განსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium კრემ-გელი KERATO+ 30 მლ 5367განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- CC კრემი Pate Grise 20 მლ 0870 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 31,44 GEL რეგულარული ფასი 52,40 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium Sensitive მგრძნობიარე კანის კრემი 30 მლ 6994განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- SVR - ესვიერი შრატი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear 30 მლ 0364განსაკუთრებული ფასი 46,50 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear Cicapeel 15 მლ 2037განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account