სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო NUE გამწმენდი ქაფი 150 მლ 8280განსაკუთრებული ფასი 67,80 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Presquile მბზინავი ნიღაბი 50 მლ 9525განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი Intensive Propolis დასაბანი გელი 200 მლ 1991განსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Vichy - ვიში კრემი ექსფოლიატი 75 მლ 1308896განსაკუთრებული ფასი 56,03 GEL რეგულარული ფასი 112,05 GEL
- Bioderma - ბიოდერმა SEBIUM საპონი 100გ 1082განსაკუთრებული ფასი 36,50 GEL რეგულარული ფასი 73,00 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი სახის ნიღაბი 75 მლ 5160განსაკუთრებული ფასი 96,15 GEL რეგულარული ფასი 160,25 GEL
- SVR - ესვიერი Sebia გელ-მუსი 200 მლ 3396განსაკუთრებული ფასი 26,47 GEL რეგულარული ფასი 52,94 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი ზეთი 400 მლ 6764განსაკუთრებული ფასი 46,32 GEL რეგულარული ფასი 92,63 GEL
- SVR - ესვიერი SEBIA დასაბანი კრემი 200 მლ 3365განსაკუთრებული ფასი 37,00 GEL რეგულარული ფასი 74,00 GEL
- გამწმენდი კრემი Nue 3704 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 54,09 GEL რეგულარული ფასი 90,15 GEL
- Payot - პაიო Grise დასაბანი გელი 200 მლ 5159განსაკუთრებული ფასი 46,07 GEL რეგულარული ფასი 76,78 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი გამწმენდი დასაბანი ქაფი 150 მლ 2111განსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 79,35 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio მიცელარული ზეთი 150 მლ 7835განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები SEBIA mat pores დასაბანი 3501განსაკუთრებული ფასი 47,50 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account