სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES HYDRA ღამის ნიღაბი 9761განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი ლოსიონი მშრალი კანისთვის 236 მლ 7210განსაკუთრებული ფასი 30,48 GEL რეგულარული ფასი 60,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ნუტრიტიკი ტუჩის ბალზამი 4.7 მლ 0349განსაკუთრებული ფასი 29,15 GEL რეგულარული ფასი 58,30 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ტუჩის საცხი ცვილი 6458განსაკუთრებული ფასი 7,93 GEL რეგულარული ფასი 15,87 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm დასაბანი გელი 500 მლ 9757განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა სახის კრემი + თვალის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 6111განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Bepanten Derma - ბეპანთენი დერმა პომადა 4.5 7795განსაკუთრებული ფასი 9,00 GEL რეგულარული ფასი 18,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ტუჩის ბალზამი 15 გ 1000განსაკუთრებული ფასი 17,00 GEL რეგულარული ფასი 34,00 GEL
- SVR - ესვიერი PALPEBRAL ბალმი 30 მლ 3327განსაკუთრებული ფასი 35,99 GEL რეგულარული ფასი 71,99 GEL
- SVR - ესვიერი HYDRA კრემი გაჯერებული 50 მლ 3297განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- კოლაგენის ტუჩის ესენცია 3139 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 18,06 GEL რეგულარული ფასი 36,13 GEL
- Lierac - ლიერაკი ჰიდრაჟენისტი ტუჩის ბალზამი 3692განსაკუთრებული ფასი 26,45 GEL რეგულარული ფასი 44,09 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის ულტრა მკვებავი ბალზამი reve de miel 15 გ 5809განსაკუთრებული ფასი 22,20 GEL რეგულარული ფასი 37,00 GEL
- Sebamed - სებამედი ტუჩის ჰიგიენური პომადა ალუბალი 8137განსაკუთრებული ფასი 6,58 GEL რეგულარული ფასი 10,97 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის ბალზამი COCOA 2144განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account