სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- SVR - ესვიერი ნაკრები HYALU კრემი კოლაგენი + B3 3723განსაკუთრებული ფასი 95,01 GEL რეგულარული ფასი 190,01 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ჰიდრა SP 10 ამპულა 5150განსაკუთრებული ფასი 32,80 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Payot - პაიო სახის კრემი SPF30 BLUE 5242განსაკუთრებული ფასი 104,83 GEL რეგულარული ფასი 174,72 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral შრატი ბუსტერი 30 მლ 2176განსაკუთრებული ფასი 125,58 GEL რეგულარული ფასი 209,30 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AH3 შრატი ანტიასაკობრივი 30 მლ 3856განსაკუთრებული ფასი 59,04 GEL რეგულარული ფასი 147,61 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ პოზე REDERMIC C 13704განსაკუთრებული ფასი 87,75 GEL რეგულარული ფასი 175,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონის მჟავა 6549განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- MISSHA - მისშა დასაბანი კრემი ჰიალურონი 7233განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
- Lierac - ლიერაკი LIFT დღის კრემი 50 მლ 8942განსაკუთრებული ფასი 129,24 GEL რეგულარული ფასი 215,39 GEL
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი მარწყვი 9855განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი Men HYDRA 4280განსაკუთრებული ფასი 2,50 GEL რეგულარული ფასი 4,99 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი ჰიალურონი HYALURONIC 4021განსაკუთრებული ფასი 100,50 GEL რეგულარული ფასი 201,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი სახის კრემი 30 მლ 0865განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები C20 + კოლაგენი + B3 3709განსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 192,00 GEL
- ტუჩსაცხი Plumpfiller 02 2156 ესენსი - Essenceგანსაკუთრებული ფასი 8,68 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account