სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio დასაბანი გელი 500 მლ 0843განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის დღის კრემი 4259განსაკუთრებული ფასი 34,94 GEL რეგულარული ფასი 69,89 GEL
- გამწმენდი ნაზი კანის 3833 სეტაფილი - Cetaphilგანსაკუთრებული ფასი 41,30 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- Mizon - მიზონი ცხვირის პლასტირი შავი წერტილებისთვის 1 ცალი 4573განსაკუთრებული ფასი 2,50 GEL რეგულარული ფასი 5,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი სპირულინას ექსტრაქტით 4090განსაკუთრებული ფასი 93,50 GEL რეგულარული ფასი 187,00 GEL
- Lionesse - ლიონესი ღრუბელი მაკიაჟს მოსაშორებელი 0850განსაკუთრებული ფასი 3,83 GEL რეგულარული ფასი 7,66 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + ლოსიონი 5892განსაკუთრებული ფასი 26,37 GEL რეგულარული ფასი 43,95 GEL
- Lionesse - ლიონესი ფუნჯი სახის გამწმენდი 9458განსაკუთრებული ფასი 1,98 GEL რეგულარული ფასი 3,95 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი კრემი 40 მლ 4327განსაკუთრებული ფასი 31,98 GEL რეგულარული ფასი 79,95 GEL
- Mizon - მიზონი CICA ალოე გელ-კრემი 4006განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio გელ-კრემი 40 მლ 7809განსაკუთრებული ფასი 38,00 GEL რეგულარული ფასი 76,00 GEL
- სახის კანის აღმდგენი შრატი ვარდის 7324 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,77 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის დასაბანი ქაფი 1692განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Ziaja - ზიაია Rose Butter დღის კრემი 50 მლ 21681განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია JASMN დღის კრემი VEGAN 50+ 9815განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი Bubble 9519განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 80 მლ 0345განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account