სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი რძე 200 მლ 2074განსაკუთრებული ფასი 37,12 GEL რეგულარული ფასი 53,03 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი 50 მლ 4382განსაკუთრებული ფასი 39,56 GEL რეგულარული ფასი 56,51 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი Prodigieux Floral 100 მლ 5946განსაკუთრებული ფასი 69,42 GEL რეგულარული ფასი 99,18 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი ROSE 15 მლ 7178განსაკუთრებული ფასი 21,77 GEL რეგულარული ფასი 31,11 GEL
- Nuxe - ნუქსი Merveillance ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 4818განსაკუთრებული ფასი 94,64 GEL რეგულარული ფასი 135,20 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი გამწმენდი დასაბანი ქაფი 150 მლ 2111განსაკუთრებული ფასი 37,80 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი სტიკი 2 ცალი 6225განსაკუთრებული ფასი 9,61 GEL რეგულარული ფასი 13,73 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio მაკორექტირებელი დამატენიანებელი ფლუიდი 50 მლ 7666განსაკუთრებული ფასი 119,38 GEL რეგულარული ფასი 170,55 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ჩია ანტიოქსიდანტური შრატი 30 მლ 7512განსაკუთრებული ფასი 84,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ლოსიონი 200 მლ 4871განსაკუთრებული ფასი 45,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Nuxe - ნუქსი სახის ფლუიდი 48 საათიანი დატენიანება 7932განსაკუთრებული ფასი 60,99 GEL რეგულარული ფასი 87,13 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ღამის აღმდგენი ზეთი Organic 30 მლ 7543განსაკუთრებული ფასი 84,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი მიცელარული სითხე 200 მლ 2043განსაკუთრებული ფასი 43,47 GEL რეგულარული ფასი 62,10 GEL
- Nuxe - ნუქსი Merveillance ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 6089განსაკუთრებული ფასი 94,64 GEL რეგულარული ფასი 135,20 GEL
- Nuxe - ნუქსი Merveillance ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 4795განსაკუთრებული ფასი 94,64 GEL რეგულარული ფასი 135,20 GEL
- Nuxe - ნუქსი Nuxuriance Ultra SPF20 6561განსაკუთრებული ფასი 108,50 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ემულსია 50 მლ 4888განსაკუთრებული ფასი 53,90 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის დასაბანი გელი 150 მლ 4857განსაკუთრებული ფასი 41,30 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- Nuxe - ნუქსი სახის და ტანის გამწმენდი გელი reve de miel 400 მლ 4063განსაკუთრებული ფასი 45,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Nuxe - ნუქსი ღამის კრემი Nuxuriance 50 მლ 6547განსაკუთრებული ფასი 132,30 GEL რეგულარული ფასი 189,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account