სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო Grise ორფაზიანი პუდრი-ლოსიონი 9959განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Vichy - ვიში შრატი Normaderm BHA 30 მლ 1984განსაკუთრებული ფასი 80,78 GEL რეგულარული ფასი 161,57 GEL
- SVR - ესვიერი Sebia დამატენიანებელი კრემი 40 მლ 3594განსაკუთრებული ფასი 28,47 GEL რეგულარული ფასი 56,94 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ნიაციამიდის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0019განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი თუთიის დამატენიანებელი 50 მლ 0026განსაკუთრებული ფასი 34,43 GEL რეგულარული ფასი 68,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ტონერი 180 მლ 2217განსაკუთრებული ფასი 41,97 GEL რეგულარული ფასი 83,94 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 6935განსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი ლოსიონი 200 მლ 320751განსაკუთრებული ფასი 38,80 GEL რეგულარული ფასი 77,60 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის8297განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი AC 6570განსაკუთრებული ფასი 5,24 GEL რეგულარული ფასი 10,48 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები SEBIA mat pores დასაბანი 3501განსაკუთრებული ფასი 47,50 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 120 მლ 6218განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Payot - პაიო Grise გელი გამონაყარის 5050განსაკუთრებული ფასი 49,35 GEL რეგულარული ფასი 82,25 GEL
- Uriage - ურიაჟი ისეაკი ცხიმიანი კანის STICK 1628განსაკუთრებული ფასი 24,98 GEL რეგულარული ფასი 49,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის ტონერი U20 8712განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები SEBIA hydra დასაბანი კრემი 3495განსაკუთრებული ფასი 35,50 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account