სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 43,02 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- ჩაის ხის ტონერი 150 მლ 7798 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 40,01 GEL რეგულარული ფასი 80,02 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ბალზამი 75 მლ 3207განსაკუთრებული ფასი 14,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზა მსუბუქი ინტენსიური დამატენიანებელი კრემი 412257განსაკუთრებული ფასი 59,60 GEL რეგულარული ფასი 119,20 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი ალოეთი 200 მლ 10005განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის შრატი 30 მლ 588713განსაკუთრებული ფასი 62,30 GEL რეგულარული ფასი 124,60 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი HYDRA+ დამატენიანებელი შრატი 30 მლ 3443განსაკუთრებული ფასი 40,60 GEL რეგულარული ფასი 101,50 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინა სახის აღმდგენი კრემი 75 მლ 1654განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი გაჯერებული 588225განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 340 მლ 7227განსაკუთრებული ფასი 32,67 GEL რეგულარული ფასი 65,35 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 300 მლ სპრეი 0522განსაკუთრებული ფასი 22,73 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი მსუბუქი დამატენიანებელი 31638განსაკუთრებული ფასი 69,88 GEL რეგულარული ფასი 139,75 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის აღმდგენი კრემი 35 მლ 1647განსაკუთრებული ფასი 29,00 GEL რეგულარული ფასი 58,00 GEL
- Vichy - ვიში ლიფტინგ B3 კრემი SPF50 2724განსაკუთრებული ფასი 99,50 GEL რეგულარული ფასი 199,00 GEL
- Ziaja - ზიაია თვალის გარშემო შრატი ლიფტინგის ეფექტით 1683განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account