სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი გამწმენდი ქაფი Rice 150 მლ 2729განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Heath - ჰისი სახის დამატენიანებელი კრემი 100 მლ 2346განსაკუთრებული ფასი 30,42 GEL რეგულარული ფასი 60,85 GEL
- Heath - ჰისი სახის დასაბანი Oil Control 150 მლ 8698განსაკუთრებული ფასი 23,93 GEL რეგულარული ფასი 47,85 GEL
- Heath - ჰისი გაპარსვის შემდგომი აღმდგენი 100 მლ 2353განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Lirene - ლირენე დამატენიანებელი გელ-ზეთი 28117განსაკუთრებული ფასი 14,91 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი ნორმალური კანისთვის 150 მლ 0049განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მშრალი კანისთვის 150 მლ 0063განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის 150 მლ 0056განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- სახის კრემი გვირილა 100 მლ 0204 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- ვარდის წყალი 300 მლ 7806 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- ჰამამელის წყალი 300 მლ 7813 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- დამატენიანებელი კრემი Bee Pollen 1048 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- სახის კანის დამატენიანებელი სპრეი მცენარეული 7300 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- მიცელარული გელი Aloe 3+ 6662 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 12,95 GEL რეგულარული ფასი 25,90 GEL
- ტონერი Rose Hyaluronic 200 მლ 9182 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 11,65 GEL რეგულარული ფასი 23,30 GEL
- ტონერი Super Panthenol 200 მლ 0347 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- ჰიალურონის დასაბანი ქაფი Super Aqua 100 მლ 4932 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი Prodigieux Floral 100 მლ 5946განსაკუთრებული ფასი 64,46 GEL რეგულარული ფასი 99,18 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account