სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 43,02 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- Payot - პაიო Creme N2 დამამშვიდებელი 5661განსაკუთრებული ფასი 98,26 GEL რეგულარული ფასი 163,77 GEL
- Payot - პაიო Creme N2 დამამშვიდებელი 5579განსაკუთრებული ფასი 98,26 GEL რეგულარული ფასი 163,77 GEL
- Payot - პაიო Creme N2 სახის ქაშმირი 5593განსაკუთრებული ფასი 98,26 GEL რეგულარული ფასი 163,77 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი კრემი 5655განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 100 მლ 2200განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 300 მლ სპრეი 0522განსაკუთრებული ფასი 22,73 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Lipikar მსუბუქი 200 მლ 49622განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 74,40 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი CC კრემი SPF50 50 მლ 4353განსაკუთრებული ფასი 69,05 GEL რეგულარული ფასი 138,10 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი შრატი 30 მლ 4824განსაკუთრებული ფასი 79,95 GEL რეგულარული ფასი 159,90 GEL
- Missha - მისშაTime Revolution ესენცია Energy 2238განსაკუთრებული ფასი 73,11 GEL რეგულარული ფასი 146,22 GEL
- Lirene - ლირენე BIO სახის კრემი 50 მლ 0110განსაკუთრებული ფასი 9,23 GEL რეგულარული ფასი 18,47 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio სახის კრემი Sensibio Defensive 40 მლ 4452განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი AC 6570განსაკუთრებული ფასი 5,24 GEL რეგულარული ფასი 10,48 GEL
- ბალმი N2/AR Soothing 5531 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი DUNES გამწმენდი ნიღაბი 50 მლ 0800განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account