სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 85,96 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- სახის კრემი Cocoa 50 მლ 0150 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,47 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- Ziaja - ზიაია ზეთისხილის მალამო 16922განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის Toner Pads 8682განსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის ამპულა 4386განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი დამატენიანებელი 6587განსაკუთრებული ფასი 6,32 GEL რეგულარული ფასი 10,53 GEL
- Mizon - მიზონი დასაბანი ზეთი Firming 150 მლ 4105განსაკუთრებული ფასი 50,92 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ტუჩის საცხი Levres N3 6809განსაკუთრებული ფასი 26,88 GEL რეგულარული ფასი 53,75 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ტუჩის საცხი Levres 4გ 5895განსაკუთრებული ფასი 10,38 GEL რეგულარული ფასი 20,75 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3818განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი Bubble 7133განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი 7232განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Missha - მისშა ტუჩის ბალზამი PINK 3340განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Missha - მისშა ტუჩის ბალზამი CORAL 3364განსაკუთრებული ფასი 31,80 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის დასაბანი გელი 200 მლ 2408განსაკუთრებული ფასი 20,05 GEL რეგულარული ფასი 40,10 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი 45+ 50 მლ 2317განსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- ნიღაბი Chogongjin Chaeome 44866 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- შრატი Chogongjin Youngan White 8429 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 126,00 GEL რეგულარული ფასი 210,00 GEL
- ღამის კრემი Chogongjin Youngan 3349 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 105,30 GEL რეგულარული ფასი 175,50 GEL
- თვალისა და სახის კრემი 5198 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 19,98 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account