სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ჰიალურონის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 33,87 GEL რეგულარული ფასი 67,75 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი რეტინოლის ასაკობრივი შრატი 0309განსაკუთრებული ფასი 42,87 GEL რეგულარული ფასი 85,75 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი მბზინვარე კრემი ჰიალურონით 50 მლ 0170განსაკუთრებული ფასი 37,98 GEL რეგულარული ფასი 75,95 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი თუთიის დამატენიანებელი 50 მლ 0026განსაკუთრებული ფასი 39,87 GEL რეგულარული ფასი 79,75 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ბუსტერი-შრატი 8 ვიტამინით 30 მლ 0163განსაკუთრებული ფასი 32,37 GEL რეგულარული ფასი 64,75 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ბუსტერი-კრემი დამტენიანებელი 50 მლ 0453განსაკუთრებული ფასი 45,38 GEL რეგულარული ფასი 90,75 GEL
- კრემი Premium Voluptous 50 მლ 7890 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი 50 მლ 4382განსაკუთრებული ფასი 36,73 GEL რეგულარული ფასი 56,51 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი Prodigieux Floral 100 მლ 5946განსაკუთრებული ფასი 64,46 GEL რეგულარული ფასი 99,18 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი HYDRA+ დამატენიანებელი შრატი 30 მლ 3443განსაკუთრებული ფასი 50,75 GEL რეგულარული ფასი 101,50 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი ROSE 15 მლ 7178განსაკუთრებული ფასი 20,22 GEL რეგულარული ფასი 31,11 GEL
- კრემი Premium Silk 50 მლ 7876 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი Nuxeriance 6523 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 122,85 GEL რეგულარული ფასი 189,00 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ღამის აღმდგენი ზეთი Organic 30 მლ 7543განსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 85,96 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- Nuxe - ნუქსი Nuxuriance Ultra SPF20 6561განსაკუთრებული ფასი 100,75 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის დამატენიანებელი გელი 4310განსაკუთრებული ფასი 34,98 GEL რეგულარული ფასი 69,96 GEL
- ულტრა შრატი 30 მლ 6516 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 133,25 GEL რეგულარული ფასი 205,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account