სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მინერალ 89 კრემი 1888 ვიში - Vichyგანსაკუთრებული ფასი 55,85 GEL რეგულარული ფასი 111,70 GEL
- ტონიკი ORANGE 190 მლ 3212 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Payot - პაიო Roselift ღამის კრემი 5906განსაკუთრებული ფასი 152,88 GEL რეგულარული ფასი 254,80 GEL
- Payot - პაიო Roselift კრემი ნაოჭების 5869განსაკუთრებული ფასი 155,61 GEL რეგულარული ფასი 259,35 GEL
- Mizon - მიზონი გამწმენდი ქაფი Rice 150 მლ 2729განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Mizon - მიზონი Youth გამწმენდი რძე 200 მლ 4358განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,01 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი 3137განსაკუთრებული ფასი 23,25 GEL რეგულარული ფასი 46,50 GEL
- SVR - ესვიერი Hydra კრემი 50 მლ 3228განსაკუთრებული ფასი 33,50 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ჰიალურონის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 29,43 GEL რეგულარული ფასი 58,85 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი მბზინვარე კრემი ჰიალურონით 50 მლ 0170განსაკუთრებული ფასი 32,93 GEL რეგულარული ფასი 65,85 GEL
- Heath - ჰისი გაპარსვის შემდგომი აღმდგენი 100 მლ 2353განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha სახის კრემი 30 მლ 5662განსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Ginger სახის კრემი 30 მლ 5679განსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი სიწითლისა და ნაოჭების შრატი 30 მლ 1029განსაკუთრებული ფასი 86,00 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი ენერგია C+E 9711განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ტონერი 200 მლ 8580განსაკუთრებული ფასი 71,00 GEL რეგულარული ფასი 142,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account