სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში მინერალ 89 კრემი მშრალი კანისთვის 9501განსაკუთრებული ფასი 72,62 GEL რეგულარული ფასი 111,72 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Substiane კრემი ნორმალური და მშრალი კანისთვის 2592განსაკუთრებული ფასი 162,25 GEL რეგულარული ფასი 249,61 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი კრემი 7499განსაკუთრებული ფასი 46,50 GEL რეგულარული ფასი 77,50 GEL
- A'pieu - აპიუ გლიკოლის მჟავა ბუსტერი 4925განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- A'pieu - აპიუ თუთა ნაჭრის ნიღაბი 1636განსაკუთრებული ფასი 5,20 GEL რეგულარული ფასი 8,67 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth ნაჭრის ნიღაბი კოლაგენი 4433განსაკუთრებული ფასი 4,79 GEL რეგულარული ფასი 7,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro გელ-კრემი 50 მლ 4532განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- დასაბანი გელი და დამატენიანებელი კრემი Lipid 4728 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 19,17 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- მულტი ვიტამინების სახის კრემი 50 მლ 3358 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის შრატი 2297განსაკუთრებული ფასი 13,77 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი მსუბუქი დამატენიანებელი 31638განსაკუთრებული ფასი 90,84 GEL რეგულარული ფასი 139,75 GEL
- Payot - პაიო Supreme Jeunesse დღის კრემი 8397განსაკუთრებული ფასი 210,25 GEL რეგულარული ფასი 350,41 GEL
- Payot - პაიო Grise დასაბანი გელი 200 მლ 5159განსაკუთრებული ფასი 46,07 GEL რეგულარული ფასი 76,78 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარი H ISO-BIOME 7797განსაკუთრებული ფასი 78,24 GEL რეგულარული ფასი 120,36 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ღამის Natural 3446განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი კიტრით კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის 50 მლ 10173განსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- სახის შრატი pine 50 მლ 1916 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 120 მლ 6218განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account