სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მინერალ 89 კრემი 1888 ვიში - Vichyგანსაკუთრებული ფასი 72,61 GEL რეგულარული ფასი 111,70 GEL
- სახის კრემი COCONUT 50 მლ 3083 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Payot - პაიო Roselift ღამის კრემი 5906განსაკუთრებული ფასი 152,88 GEL რეგულარული ფასი 254,80 GEL
- Payot - პაიო Roselift კრემი ნაოჭების 5869განსაკუთრებული ფასი 155,61 GEL რეგულარული ფასი 259,35 GEL
- Payot - პაიო Roselift გამამკვრივებელი შრატი 5838განსაკუთრებული ფასი 159,21 GEL რეგულარული ფასი 265,35 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ბალზამი AP+M 75 მლ 6586განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 43,50 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი 3137განსაკუთრებული ფასი 27,90 GEL რეგულარული ფასი 46,50 GEL
- Payot - პაიო Grise ნაკლოვანებების საწინააღმდეგო გელი 5210განსაკუთრებული ფასი 70,53 GEL რეგულარული ფასი 117,55 GEL
- Payot - პაიო NUE გამწმენდი ქაფი 150 მლ 8280განსაკუთრებული ფასი 67,80 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Payot - პაიო NUE მიცელარული წყალი 100 მლ 3650განსაკუთრებული ფასი 33,54 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ფლუიდი F03 3219განსაკუთრებული ფასი 32,91 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი ნორმალური კანისთვის 150 მლ 0049განსაკუთრებული ფასი 12,57 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Ziaja - ზიაია დამატენიანებელი მიცელარული წყალი 390 მლ 0018განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მშრალი კანისთვის 150 მლ 0063განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის 150 მლ 0056განსაკუთრებული ფასი 12,57 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე 50 მლ 1058განსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- ვარდის წყალი 300 მლ 7806 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- ტოლერიანი კონცენტრატი Kerium 40 მლ 93626 ლა როშ-პოზე - La Roche Posayგანსაკუთრებული ფასი 77,29 GEL რეგულარული ფასი 118,90 GEL
- რეტინოლის აღმდგენი შრატი 30 მლ 9007 ცერავე - CeraVeგანსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account