სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Essence - ესენსი შრატი PRIMER 0717განსაკუთრებული ფასი 13,60 GEL რეგულარული ფასი 17,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი HYDRA+ დამატენიანებელი ნიღაბი 50 მლ 4044განსაკუთრებული ფასი 32,44 GEL რეგულარული ფასი 81,10 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ვარდის 2323განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ბროწეული 2347განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish ტონერი 120 მლ 3504განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინა სახის აღმდგენი კრემი 75 მლ 1654განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 40 მლ 2149განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე სახის კრემი ასაკობრივი 50 მლ 3204განსაკუთრებული ფასი 33,83 GEL რეგულარული ფასი 67,67 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო ფლუიდი 40 მლ 7669განსაკუთრებული ფასი 74,45 GEL რეგულარული ფასი 148,90 GEL
- Mizon - მიზონი AHA 8% პილინგ-შრატი 50 მლ 51722განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- Lierac - ლიერაკი Arkeskin ფლუიდი 0409განსაკუთრებული ფასი 62,10 GEL რეგულარული ფასი 103,50 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra გელ-კრემი 8705განსაკუთრებული ფასი 55,65 GEL რეგულარული ფასი 111,29 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი I'm ქოქოსის ნაჭრის ნიღაბი 7021განსაკუთრებული ფასი 8,52 GEL რეგულარული ფასი 17,04 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი I'm კაქტუსი ნაჭრის ნიღაბი 4127განსაკუთრებული ფასი 8,52 GEL რეგულარული ფასი 17,04 GEL
- SVR - ესვიერი Biotic Collagen კრემი 50 მლ 2719განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- SVR - ესვიერი Sensifine დამატენიანებელი ნიღაბი 50 მლ 0630განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Mizon - მიზონი Cicaluronic შრატი 30 მლ 2880განსაკუთრებული ფასი 37,60 GEL რეგულარული ფასი 75,20 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account