სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია ღამის კრემი ჟასმინი ნაოჭების საწინააღმდეგო 50+ 17035განსაკუთრებული ფასი 8,11 GEL რეგულარული ფასი 12,47 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth დასაბანი ქაფი 100 მლ 4518განსაკუთრებული ფასი 22,40 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ ტონერი 120 მლ 4044განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Substiane კრემი ნორმალური და მშრალი კანისთვის 2592განსაკუთრებული ფასი 124,81 GEL რეგულარული ფასი 249,61 GEL
- Missha - მისშა Bee Pollen ამპულა ნიღაბი 4071განსაკუთრებული ფასი 9,02 GEL რეგულარული ფასი 18,03 GEL
- Sebamed - სებამედი კრემი დამცავი PRO 50 მლ 2882განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ პოზე REDERMIC C 13704განსაკუთრებული ფასი 87,75 GEL რეგულარული ფასი 175,50 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth სახის კრემი 50 მლ 4426განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth შრატი 50 მლ 4419განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე არგანის დღისა და ღამის კრემი 50 მლ 3144განსაკუთრებული ფასი 28,92 GEL რეგულარული ფასი 57,85 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის ბალმ-კრემი Excellage 50 მლ 2040განსაკუთრებული ფასი 175,00 GEL რეგულარული ფასი 350,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი დღე და ღამე Natural 3453განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha აღმდგენი კრემის სათადარიგო 5228განსაკუთრებული ფასი 68,40 GEL რეგულარული ფასი 114,00 GEL
- ესენცია Time Revolution The First Essence 5X 2017 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- SVR - ესვიერი Densitium Rose კრემი 50 მლ 1958განსაკუთრებული ფასი 84,50 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account