სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Teaology - თიოლოჯი Hyaluronic დამატენიანებელი შრატი 15 მლ 0827განსაკუთრებული ფასი 35,59 GEL რეგულარული ფასი 59,32 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Originals Flash ჰიალურონის შრატი 15 მლ 2759განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST შრატი 30 მლ 4699განსაკუთრებული ფასი 67,62 GEL რეგულარული ფასი 112,70 GEL
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის შრატი 2297განსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- Lierac - ლიერაკი სუპრა რადიანს ნაოჭების შრატი 6259განსაკუთრებული ფასი 117,99 GEL რეგულარული ფასი 196,65 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი 30 მლ 0401განსაკუთრებული ფასი 74,00 GEL რეგულარული ფასი 148,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის შრატი 30 მლ 1623განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- SVR - ესვიერი Clairial შრატი 30 მლ 0753განსაკუთრებული ფასი 65,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral კონცენტრატი ამპულა 9021განსაკუთრებული ფასი 71,95 GEL რეგულარული ფასი 119,92 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე შრატი C10 30 მლ 60570განსაკუთრებული ფასი 109,05 GEL რეგულარული ფასი 218,11 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra ესენცია 8736განსაკუთრებული ფასი 46,81 GEL რეგულარული ფასი 93,62 GEL
- SVR - ესვიერი DENSITIUM BI შრატი 7575განსაკუთრებული ფასი 100,00 GEL რეგულარული ფასი 200,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე შრატი ასაკობრივი 30 მლ 5888განსაკუთრებული ფასი 35,94 GEL რეგულარული ფასი 71,88 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის შრატი 4242განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ჩია ანტიოქსიდანტური შრატი 30 მლ 7512განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი შრატი 30 მლ 4824განსაკუთრებული ფასი 79,95 GEL რეგულარული ფასი 159,90 GEL
- Teaology - თიოლოჯი Vitamin C შრატი 15 მლ 0834განსაკუთრებული ფასი 35,59 GEL რეგულარული ფასი 59,32 GEL
- Martiderm - მარტიდერმი AMATIST შრატი 30 მლ 1836განსაკუთრებული ფასი 69,98 GEL რეგულარული ფასი 139,96 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account