სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი DUNES სახის შრატი 30 მლ 9990განსაკუთრებული ფასი 47,50 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean შრატი 50 მლ 4389განსაკუთრებული ფასი 53,91 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის შრატი 2297განსაკუთრებული ფასი 13,77 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- სახის შრატი pine 50 მლ 1916 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- რეტინოლის შრატი 8099 Lisse პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 96,33 GEL რეგულარული ფასი 160,55 GEL
- ლოკალური შრატი Tea Tree 8 მლ 4254 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 16,80 GEL რეგულარული ფასი 28,00 GEL
- შრატი C ვიტამინი 1747 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 82,80 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი ანტიპიგმენტური შრატი 4905განსაკუთრებული ფასი 157,95 GEL რეგულარული ფასი 243,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth შრატი 50 მლ 4419განსაკუთრებული ფასი 53,91 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის შრატი B5 ჰიალურონით 583626განსაკუთრებული ფასი 117,66 GEL რეგულარული ფასი 181,01 GEL
- დამამშვიდებელი შრატი Softness 5692 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 96,30 GEL რეგულარული ფასი 160,50 GEL
- შრატი smooth Rosa 6860 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 24,30 GEL რეგულარული ფასი 40,50 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი გამაღიავებელი კონცენტრატი 7065განსაკუთრებული ფასი 32,91 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- თუთა აკნეს საწინააღმდეგო ამპულა 50 მლ 8109 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 52,80 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- შრატი Presquile Anti Age 30 მლ 1579 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 86,00 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Jardin Marin ინტენსიური HYDRO შრატი 9570განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- შრატი My Payot 5319 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 82,80 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- Payot - პაიო LISSE შრატი 50 მლ 3261განსაკუთრებული ფასი 112,33 GEL რეგულარული ფასი 187,21 GEL
- შრატი Vitamin C 60მლ 7294 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 27,36 GEL რეგულარული ფასი 45,60 GEL
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES დამატენიანებელი შრატი 30 მლ 9686განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account