სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ჰიალურონის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 33,87 GEL რეგულარული ფასი 67,75 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი რეტინოლის ასაკობრივი შრატი 0309განსაკუთრებული ფასი 42,87 GEL რეგულარული ფასი 85,75 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ბუსტერი-შრატი 8 ვიტამინით 30 მლ 0163განსაკუთრებული ფასი 32,37 GEL რეგულარული ფასი 64,75 GEL
- Heath - ჰისი სახის დღის შრატი 30 მლ 7138განსაკუთრებული ფასი 31,92 GEL რეგულარული ფასი 63,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი ენერგია C+E 9711განსაკუთრებული ფასი 14,31 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- შრატი Time Revolution Red 40 მლ 7040 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 57,00 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- სახის შრატი Hyaluronic 60 მლ 8932 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 21,05 GEL რეგულარული ფასი 42,10 GEL
- შრატი Super Panthenol 50 მლ 0354 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 75,00 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- ნაკრები LIFTING ღამის კრემი და შრატი 7164 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- სახის შრატი pine 50 მლ 1916 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- პრემიუმ შრატი 30 მლ 7920 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 224,25 GEL რეგულარული ფასი 345,00 GEL
- სახის შრატი ასაკობრივი FOLACIN 7546 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- შრატი Lift Integral 30 მლ 9031 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 142,35 GEL რეგულარული ფასი 219,00 GEL
- შრატი Hyalugen 30 მლ 5522 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 37,80 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- ამპულა NEW Bee Pollen 1055 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- შრატი Time Revolution Primestem 100 2283 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი Bubble 9410განსაკუთრებული ფასი 14,91 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- ლიფტინგ შრატი Chogongjin Youngan 8412 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 126,00 GEL რეგულარული ფასი 210,00 GEL
- ულტრა შრატი 30 მლ 6516 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 133,25 GEL რეგულარული ფასი 205,00 GEL
- სახის კანის აღმდგენი შრატი ვარდის 7324 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,77 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account