სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ტოლერიანი კონცენტრატი Kerium 40 მლ 93626 ლა როშ-პოზე - La Roche Posayგანსაკუთრებული ფასი 77,29 GEL რეგულარული ფასი 118,90 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0615 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,35 GEL რეგულარული ფასი 22,70 GEL
- ნაკრები LIFTING ღამის კრემი და შრატი 7164 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 26,31 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- ნაკრები მგრძნობიარე კანის დღის კრემი და ღამის კრემი 8291 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 16,77 GEL რეგულარული ფასი 27,95 GEL
- ღამის კრემი ვიტამინი C B3 50 მლ 4870 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,77 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- ნაოჭების საწინააღდეგო კრემი 40+ 50 მლ 9459 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,17 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- ნაოჭების საწინააღდეგო კრემი 50+ 50 მლ 9480 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,17 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- სახის კრემი Sensitive 50 მლ 6916 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი K+ 40 მლ 613491განსაკუთრებული ფასი 56,87 GEL რეგულარული ფასი 87,50 GEL
- სახის კრემი Rose Hyaluronic 7409 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 18,93 GEL რეგულარული ფასი 31,55 GEL
- ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 3074 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 43,50 GEL
- დამატენიანებელი ცხიმიანი კანისთვის 52 მლ 4513 ცერავე - CeraVeგანსაკუთრებული ფასი 51,80 GEL რეგულარული ფასი 79,70 GEL
- სახის კრემი Aloe 75 მლ 0295 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 16,68 GEL რეგულარული ფასი 27,80 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი SENSIFINE AR 40 მლ 7872განსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო ფლუიდი 40 მლ 7669განსაკუთრებული ფასი 96,79 GEL რეგულარული ფასი 148,90 GEL
- SVR - ესვიერი HYDRA კრემი მსუბუქი 50 მლ 3211განსაკუთრებული ფასი 41,40 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- აღმდგენი კრემი Acni Over 2185 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 33,50 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- მენოპაუზის ღამის კრემი 50 მლ 3502 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 73,80 GEL რეგულარული ფასი 123,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი 55+ 50 მლ 3212განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Amatist დღის კრემი 50 მლ 1010განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account