სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია სახის კრემი დამატენიანებელი 30+ 11989განსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი ღამის კრემი ვარდი 50 მლ 21698განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე მშრალი კანისთვის 50 მლ 10142განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი გულყვითელა 50 მლ 10159განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი კიტრით კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის 50 მლ 10173განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Ziaja - ზიაია ლიფტინგი დღის კრემი 50 მლ 1621განსაკუთრებული ფასი 10,89 GEL რეგულარული ფასი 21,79 GEL
- სახის კრემი დამარბილებელი 7911 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 17,31 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- სახის დამატენიანებელი კრემი ALOE 5245 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 8,91 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- სახის კრემი ACID revita 6341 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 8,91 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0516 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- სახის ჰიდრა კრემი 50 მლ 9311 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 17,67 GEL რეგულარული ფასი 29,45 GEL
- დასაბანი გელი და დამატენიანებელი კრემი Lipid 4728 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- მულტი ვიტამინების სახის კრემი 50 მლ 3358 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა კრემი მსუბუქი ფორმულა 100 მლ 33295განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი ვიტილიგო დღის კრემი 75 მლ 7018განსაკუთრებული ფასი 41,37 GEL რეგულარული ფასი 68,95 GEL
- Lirene - ლირენე BIO სახის კრემი 50 მლ 0110განსაკუთრებული ფასი 11,08 GEL რეგულარული ფასი 18,47 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი და შრატი 1+1 ლიფტინგი 1949განსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- Lirene - ლირენე Natura დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7813განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account