სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ტონერი 150 მლ 7798 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 40,01 GEL რეგულარული ფასი 80,02 GEL
- Ziaja - ზიაია დამამშვიდებელი მიცელარული წყალი 390 მლ 0025განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე 250 მლ 0447განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე AR 250 მლ 6789განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 5012განსაკუთრებული ფასი 19,47 GEL რეგულარული ფასი 38,95 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული გელი MAKE UP 6013განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 28,40 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Payot - პაიო მიცელარული რძე 100 მლ 4725განსაკუთრებული ფასი 27,04 GEL რეგულარული ფასი 45,06 GEL
- ტონერი Cicadin 165 მლ 2177 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 26,00 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის ლოსიონი მგრძნობიარე კანისთვის 410321განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი დემაკიაჟის გელი 7962განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 79,80 GEL
- Lea - ლეა მაკიაჟის სველი ხელსახოცი ვარდი 4004განსაკუთრებული ფასი 3,48 GEL რეგულარული ფასი 6,95 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მიცელარული წყალი ცხიმიანი კანისთვის 4488განსაკუთრებული ფასი 20,20 GEL რეგულარული ფასი 50,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account