სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი Youth გამწმენდი რძე 200 მლ 4358განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,01 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish ტონერი 120 მლ 3504განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Mizon - მიზონი BSA შავი წერტილების ესენცია 53696განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- Mizon - მიზონი Honey სახის სკრაბი 90 გრ 2613განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 120 მლ 3795განსაკუთრებული ფასი 28,40 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Mizon - მიზონი სკრაბი კოლაგენის 40 ცალი 4211განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Mizon - მიზონი AHA - BHA ტონერი 150 მლ 1838განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish გამწმენდი 100 მლ 3122განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC ტონერი 150 მლ 3801განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის ტონერი 100 მლ 1586განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,01 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის გამწმენდი ქაფი 150 მლ 9844განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Mizon - მიზონი ცხვირის პლასტირი შავი წერტილებისთვის 1 ცალი 4573განსაკუთრებული ფასი 2,50 GEL რეგულარული ფასი 5,00 GEL
- Mizon - მიზონი ჰიალურონის გამწმენდი ქაფი 150 მლ 9868განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 80 მლ 0345განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account