სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ენერგია 3751განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის მკვებავი VEGAN 3812განსაკუთრებული ფასი 4,00 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
- Lionesse - ლიონესი ღრუბელი მაკიაჟს მოსაშორებელი 0850განსაკუთრებული ფასი 3,83 GEL რეგულარული ფასი 7,66 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 50 მლ 7371განსაკუთრებული ფასი 15,37 GEL რეგულარული ფასი 23,65 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე შრატი R.B3 30 მლ 4469განსაკუთრებული ფასი 174,83 GEL რეგულარული ფასი 268,98 GEL
- Mizon - მიზონი CICA ალოე გელ-კრემი 4006განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia გამწმენდი ქაფი 1873განსაკუთრებული ფასი 39,06 GEL რეგულარული ფასი 78,13 GEL
- Missha - მისშაTime Revolution ჰიდროგელის ნიღაბი 4026განსაკუთრებული ფასი 14,53 GEL რეგულარული ფასი 29,05 GEL
- სახის კრემი ყველა ტიპის კანისთვის 100 მლ 0327 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ნუტრიტიკი ტუჩის ბალზამი 4.7 მლ 0349განსაკუთრებული ფასი 37,90 GEL რეგულარული ფასი 58,30 GEL
- Sebamed - სებამედი სიწითლის საწინააღმდეგო გამწმენდი ქაფი 150 მლ 6629განსაკუთრებული ფასი 13,16 GEL რეგულარული ფასი 26,32 GEL
- Essence - ესენსი ტუჩის ბალზამი Fruit Kiss 04 8364განსაკუთრებული ფასი 4,64 GEL რეგულარული ფასი 5,80 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Hyal Shot შრატი 20 მლ 1089განსაკუთრებული ფასი 81,06 GEL რეგულარული ფასი 135,10 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიდრო ნიღაბი 75 მლ 5273განსაკუთრებული ფასი 43,23 GEL რეგულარული ფასი 72,05 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account