სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST გელი დამატენიანებელი 4682განსაკუთრებული ფასი 78,49 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Lierac - ლიერაკი Sebologie შრატი 2in1 3968განსაკუთრებული ფასი 78,49 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- სიწითლის კრემი Hydragenist 0938 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 80,60 GEL რეგულარული ფასი 124,00 GEL
- გელ-კრემი Hydragenist 0945 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 73,45 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- ღამის კრემი Lift Integral 50 მლ 8973 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 146,25 GEL რეგულარული ფასი 225,00 GEL
- გამწმენდი წყალი 200 მლ 8645 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 29,54 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- გამწმენდი რძე 200 მლ 8317 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 52,30 GEL
- კრემი Premium Voluptous 50 მლ 7890 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Lierac - ლიერაკი სებოლოჟი კერატო ხსნარი 4576განსაკუთრებული ფასი 56,81 GEL რეგულარული ფასი 87,40 GEL
- Lierac - ლიერაკი ლიფტ ინტეგრალი გელ-კრემი 50 მლ 6297განსაკუთრებული ფასი 111,38 GEL რეგულარული ფასი 171,35 GEL
- კრემი Premium Silk 50 მლ 7876 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- მენოპაუზის ღამის კრემი 50 მლ 3502 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 79,95 GEL რეგულარული ფასი 123,00 GEL
- შრატი Hydragenist 30 მლ 0952 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 83,85 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- პრემიუმ შრატი 30 მლ 7920 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 224,25 GEL რეგულარული ფასი 345,00 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 5122განსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Lierac - ლიერაკი სუპრა რადიანსი ღამის კრემი 50 მლ 3326განსაკუთრებული ფასი 119,60 GEL რეგულარული ფასი 184,00 GEL
- Lierac - ლიერაკი სებოლოჟი გამწმენდი სკრაბი 3999განსაკუთრებული ფასი 47,84 GEL რეგულარული ფასი 73,60 GEL
- Lierac - ლიერაკი LIFT დღის კრემი 50 მლ 8942განსაკუთრებული ფასი 140,01 GEL რეგულარული ფასი 215,39 GEL
- შრატი Lift Integral 30 მლ 9031 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 142,35 GEL რეგულარული ფასი 219,00 GEL
- გამწმენდი ქაფი 150 მლ 8348 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 35,95 GEL რეგულარული ფასი 55,30 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account