სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- შრატი Soothing repair toning 30 მლ 0229 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 82,80 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- ემულსია Soothing repair 120 მლ 0687 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 55,50 GEL რეგულარული ფასი 92,50 GEL
- ნიღაბი Soothing repair 30 მლ 9161 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 8,20 GEL
- ტონერი Soothing repair 150 მლ 0663 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- შრატი Soothing repair 30 მლ 0670 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 57,00 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- ლიფტაქტივი კოლაგენის შრატი 30 მლ 2600 ვიში - Vichyგანსაკუთრებული ფასი 159,00 GEL რეგულარული ფასი 265,00 GEL
- სახის კრემი ჩაი 50 მლ 0549 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- სახის კრემი 75 მლ 2985 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 14,91 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი სპირულინას ექსტრაქტით 4090განსაკუთრებული ფასი 93,50 GEL რეგულარული ფასი 187,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ტოლერიანი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 588348განსაკუთრებული ფასი 44,70 GEL რეგულარული ფასი 74,50 GEL
- Ziaja - ზიაია მანუკა დღის კრემი + ღამის კრემი 3522განსაკუთრებული ფასი 23,91 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + ლოსიონი 5892განსაკუთრებული ფასი 26,37 GEL რეგულარული ფასი 43,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ამპულა 7058განსაკუთრებული ფასი 26,93 GEL რეგულარული ფასი 53,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ჰიალურონი 0057განსაკუთრებული ფასი 22,43 GEL რეგულარული ფასი 44,85 GEL
- SVR - ესვიერი SEBIA მიცელარული სითხე 400 მლ 2495განსაკუთრებული ფასი 32,00 GEL რეგულარული ფასი 64,00 GEL
- საახალწლო ნაკრები ტუჩი და ხელი Cath Kidston 7762 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის ბალზამი COCOA 2144განსაკუთრებული ფასი 5,37 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- ნაკრები ხელი-ტუჩი DUO 7360 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Lilien - ლილიენი ტუჩის ბალზამი კლასიკი 4გრ 1809განსაკუთრებული ფასი 4,17 GEL რეგულარული ფასი 6,95 GEL
- Ziaja - ზიაია ORANG ტუჩის ბალზამი 10 მლ 26235განსაკუთრებული ფასი 6,51 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account